loader

პოლიციამ ფრანსუა ოლანდის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს 150 ადამიანი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ ფრანსუა ოლანდის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს 150 ადამიანი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ სულ მცირე, 150 ადამიანი დააკავა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს. ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ახალგაზრდებმა კი პოლიციას ბოთლები, კვამლის გასაშვები ხელყუმბარები და პეტარდები დაუშინეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას 12 პოლიციელი დაშავდა. პოლიციისვე ინფორმაციით, აქციაზე 17 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

"საკმარისია პრეზიდენტის გარშემო ატეხილი სკანდალები, მას საფრანგეთისთვის სირცხვილი მოაქვს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამასთან, აქციის მონაწილეები ფრანსუა ოლანდის პრეზიდენტობისას მიღებულ კანონებსა და ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის მაღალ დონეს აპროტესტებდნენ.

გასული კვირის ბოლოს ფრანსუა ოლანდმა ოფიციალურად გამოაცხადა სამოქალაქო მეუღლესთან, ვალერი ტრიერვეილერთან დაშორების თაობაზე.