რომის პაპის მიერ გაშვებულ მტრედებს ყვავი და თოლია დაესხნენ თავს
ყოველკვირეული მესის დროს რომის პაპი ფრანცისკი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და ძალადობის შეწყვეტაზე ისაუბრა. მან ორ ბავშვთან ერთად ცაში მტრედებიც გაუშვა, როგორც მშვიდობის სიმბოლო. ფრინველებს გაშვებისთანავე თავს დიდი თოლია და ყვავი დაესხნენ და მათი მოკვლა სცადეს. თუმცა, მტრედებმა მაინც შეძლეს მათი კლანჭებიდან თავის დაღწევა და უვნებლად გადარჩნენ.