loader

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეა

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღეა. ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენებულ საკონცენტრაციო ბანაკში სხვადასხვა მონაცემებით, 1,5-დან 3 მილიონამდე ადამიანი მოკლეს. ხოლო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 6 მილიონ ადამიანს აჭარბებს.

ტრადიციის მიხედვით, ოსვენციმის მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე სამგლოვიარო ცერემონია იმართება. წელს ისრაელიდან ბანაკს ყველაზე დიდი დელეგაცია სტუმრობდა. მათ შორის იყვნენ მთავრობის წევრები და 30 ადამიანი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა.