loader

გერმანიაში 116 მეტრიანი ცათამბჯენი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში 116 მეტრიანი ცათამბჯენი ქაღალდის ხუხულასავით ჩამოიშალა

გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში აიღეს ქალაქის სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი სიმბოლო - გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის შენობა, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან 2013 წლის მაისამდე ფუნქციონირებდა. 116 მეტრიანი ცათამბჯენი მართული აფეთქების მეშვეობით დაანგრიეს. ამისთვის კი სპეციალისტებმა 950 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. მედიის ინფორმაციით, ევროპაში არსად მსგავსი მეთოდით ასეთი სიმაღლის შენობები არ აუღიათ.

შენობის დაცემას უსაფრთხო ადგილიდან დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს. გავრცელებული ინფორმაციითვე, შენობის ნგრევას რაიმე სახის ექსცესი არ მოჰყოლია. ახლა უნივერსიტეტის ძველი კოშკის ადგილას ორი ახალი ცათამბჯენი აშენდება, სადაც თანამედროვე ოფისები განთავსდება.