loader

სანდრო გირგვლიანის მეგობარი ლევან ბუხაიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანდრო გირგვლიანის მეგობარი ლევან ბუხაიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ოქროყანის სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანთან ერთად ნაწამები ლევან ბუხაიძის განცხადებით, გირგვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც არაერთ ჩვენებაში აქვს ნათქვამი. მისი თქმით, ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.

გარდა ამისა, ბუხაიძის თქმით, პროვოკატორები მის მიმართ მიზანმიმართულ ბინძურ კამპანიას ახორციელებენ. "გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სანდროს მკვლელობაში განსასჯელებს ციხეში ვნახულობდი და ჩემი ტელეფონის ნომრით სარგებლობდნენ. ეს არის სრული სისულელე და ტყუილი. ვინ უნდა მენახა? სანდროს მკვლელები და ჩემი სიცოცხლის გამწარებლები? ერთ-ერთი ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ თითქოს მე მაქვს კავშირი სანდროს მკვლელობასთან. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინდელ გამოძიებას არ გაუჭირდებოდა ჩემთვის მკვლელობის დაბრალება და ამის მცდელობა მაშინ იყო. ვისაც არ ეზარება, ცდილობს, სანდროს და ჩემი სახელით საკუთარ თავს გაუკეთოს პიარი. მიზანმიმართული კამპანია მიდის, რომ როგორმე მოხდეს ამ საქმეში დამნაშავეების რეაბილიტაცია. ამისთვის კარგად იყენებენ ზოგიერთ მედიასაშუალებას. ჟურნალისტებს გთხოვთ, რომ ნუ აჰყვებით ამ ბინძურ კამპანიას. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს ყველა დამნაშავეს. ყველა ტყუილს დიდი ტკივილი მოაქვს ჩემთვის, სანდროს მამისთვის", - აღნიშნა ლევან ბუხაიძემ საგანგებო მიმართვაში.