"პრემიერმა მიუნხენში ყველა მთავარი გზავნილი თქვა" - პეტრიაშვილი ოპონენტებს პასუხობს
ყველა მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსსა და ქვეყნის მთავარ პრობლემას, ოკუპაციას შეეხებოდა, პრემიერ-მინისტრის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ითქვა, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა და ოპონენტების იმ შეფასებებს გამოეხმაურა, რომლებშიც მათ პრემიერ-მინისტრს აქცენტები დაუწუნეს.