სამხედროები კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის 50 სამხედრო მოსამსახურე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს ესტუმრა. სამხედროები თანამედროვე თურქი მწერლის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის მიხედვით დადგმულ რუსუდან ბოლქვაძის სპექტაკლს, "ზვავს" დაესწრნენ.
სპექტაკლმა ჯარისკაცებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და თეატრის ხელმძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა.
სპექტაკლმა ჯარისკაცებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და თეატრის ხელმძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა.