loader

"სადგურის მოედანზე" ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადგურის მოედანზე" ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა

მეტროს სადგურ "სადგურის მოედანზე" ლიანდაგებში სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი ჩავარდა. მგზავრი გადარჩა, თუმცა, მას დაზიანებები აქვს. დაშავებული ლიანდაგებიდან დროულად ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნება. პაციენტს კლინიკაში დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.
შემთხვევის გამო მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო.

იხილეთ ინგლისური ვერსია