შაურმა თაგვსაც ყვარებია
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო "თაგვი შაურმაზე (თბილისი 2014)", სადაც ნათლად ჩანს, როგორ დარბის მღრღნელი საშაურმე ხორცზე. ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოიწვია, თუმცა, მომხმარებელთაგან ზოგიერთმა კომენტარებში აღნიშნა, რომ ზემოხსენებული კადრები არა თბილისში, არამედ თურქეთშია გადაღებული.