ვერა ბრეჟნევას და კონსტანტინ მელაძეს რომანი აქვთ
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპოზიტორი კონსტანტინ მელაძე ცოლს გაეყარა, ჭორები გავრცელდა, რომ პროდიუსერის ახალი სიყვარული მომღერალი ვერა ბრეჟნევაა. თავდაპირველად, მელაძის მეუღლესთან გაყრის მიზეზად მომღერალ პალინა გაგარინას ასახელებდნენ და მედიის მთელი ყურადღება მისკენ იყო მიმართული. ამ ფონზე, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ის ფაქტი, რომ საბავშვო "ახალ ტალღაზე" უფროსი მელაძე ვერა ბრეჟნევასთან ერთად მივიდა. ამ ღონისძიებაზე წყვილი რატომღაც პაპარაცებს გაურბოდა.
ცოტა ხნის წინ კი "ვიაგრას" სექსუალურმა ექსსოლისტმა დაბადების დღე აღნიშნა კიევის ერთ-ერთ რესტორანში. მეგობრების წრეში იუბილეს აღნიშვნის შემდეგ ფოტოგრაფებმა რესტორნიდან გამოსული მელაძე და ბრეჟნევა დააფიქსირეს და მათ გაჰყვნენ. აღმოჩნდა, რომ წყვილი ვერას ბინისკენ გაემართა.