რა კრიტერიუმებით არჩევენ გამომცემლობები დასაბეჭდად საბავშვო ლიტერატურას
ზღაპარი თითქმის ყველა ოჯახში ძილისწინა რიტუალია და არა მხოლოდ ძილისწინა. როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად საბავშვო ლიტერატურა და რის მიხედვით ხელმძღვანელობენ გამომცემლობები ზღაპრების დაბეჭდვისას? - ამ თემაზე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში რამდენიმე გამომცემლობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათ შორის, საბავშვო ლიტერატურის შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა ნინო დეკანოსიძემ.