loader

ამერიკელმა მღვდელმა მრევლს მესაზე შიშვლად მისვლის ნება დართო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა მღვდელმა მრევლს მესაზე შიშვლად მისვლის ნება დართო

ამერიკის შტატ ვირჯინიაში პასტორმა მორწმუნეებს ნება დართო, მის მესას შიშვლები დაესწრონ. White Tail Chapel-ის ეკლესიის წინამძღვრის ალენ პარკერის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ტანისამოსს, ამით კი ეხმარება მათ, მატერიალიზმი გადალახონ და თავისუფლები გახდნენ.

ამას გარდა, პასტორის თქმით, ყველა მნიშვნელოვან მომენტში, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი, ადამიანი შიშველი იყო, მაგალითად, იესო ქრისტეს აღდგომისას. სიშიშვლე, პასტორის თქმით, მორწმუნეებს უნდა ახსენებდეს, რომ ტანსაცმლის ქვეშ ყველანი ერთნაირნი არიან: "თუ ღმერთმა ასეთი შეგვქმნა, რა არის ამაში ცუდი".

მიუხედავად იმისა, რომ მრევლს ნებადართული აქვს ეკლესიაში შიშვლად სიარული, ბევრი მაინც ჩაცმული დადის. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მთლიანად გაშიშვლდნენ ან მხოლოდ მკერდი და სასქესო ორგანოები მოიშიშვლეს.