საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისიდან გადავა
2015 წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო მიმღებების ღირებულება დაახლოებით 30-35 დოლარი იქნება.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ე.წ. სახლის ანტენებით სარგებლობენ, ციფრული მაუწყებლობის მისაღებად აუცილებელი იქნება კონკრეტული სტანდარტის ტელევიზორები ან ე.წ. სეთ-თოფ ბოქსები, რომლებიც 2014 წლის განმავლობაში საქართველოში მასობრივად შემოვა, მომხმარებელი კი მათ ამოცნობას განმასხვავებელი ჰოლოგრამული სტიკერით შეძლებს.
ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფს. კერძოდ, იმუშავებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმღები მოწყობილობებით აღჭურვაზე, საინფორმაციო კამპანიის წარმოებასა და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების შეძენაზე.