"პეტრიაშვილი ვერ ეღირსება მაგას" - თემურ გიორგაძე პროფკავშირების ბრალდებების საპასუხოდ
საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის განცხადებით, მათმა სამსახურმა პროფკავშირების ბრალდებების საპასუხოდ, შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
როგორც პრესკონფერენციაზე თემურ გიორგაძემ განაცხადა, იგი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს და შესაძლოა, გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელობას სამსახურის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო, სასამართლოში უჩივლოს.
მან პრესკონფერენციაზე წარმოადგინა დისკი, სადაც მისი მტკიცებით, ჩაწერილი იყო თუ როგორ მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ერთ-ერთ მოქალაქეს საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელობისადმი ამჟამად დაპირისპირებული ავთანდილ მეგრელიშვილი. თემურ გიორგაძის განცხადებით, ავთანდილ მეგრელიშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს მოქალაქეს და უარს აცხადებს გამოძახებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებაზე.