loader

"საქმე" - მთავრობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში "საქართველო 2020" ლოგისტიკის განვითარებას პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე" - მთავრობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში "საქართველო 2020" ლოგისტიკის განვითარებას პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს

მთავრობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში "საქართველო 2020" ლოგისტიკის განვითარებას პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს. სტრატეგიის თანახმად, ლოგისტიკა, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგი, შესაძლებლობას უქმნის საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი. მთავრობის გარდა, ეს მიმართულება ასევე პრიორიტეტულია დონორებისთვის, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ. მათ შორისაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური განვითარების ინიციატივის პროექტიც, რომელიც ადგილობრივ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანიებთან თანამშრომლობს.

გადაცემა "საქმის" სტუმარია USAID-ის EPI-პროექტის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მენეჯერი ვახტანგ მარსაგიშვილი.

უსმინეთ და უყურეთ გადაცემას "საქმე" 12:30