loader

საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო - გამოუცხადებლობის შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო - გამოუცხადებლობის შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დიღმის მასივში არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტს ეწვია და საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა, საქართველოს მთავრობის 7 თებერვლის N136 დადგენილების შესაბამისად, 10 თებერვლიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება.

საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სულ 2582 წვევამდელის გაწვევა მოხდება. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას, მითითებულ ვადაში უნდა გამოცხადდეს გამწვევ კომისიაზე. გამოუცხადებლობის შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით, ყველა თვითმმართველ ერთეულში შექმნილია და ფუნქციონირებს გამწვევი კომისიები. წვევამდელთა ჩარიცხვები ძალოვან უწყებებში დღეიდან დაიწყო და ივნისის ბოლომდე გასტანს.