loader

საქართველო მასშტაბურ მარათონს - Wings for life world run-ს უერთდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო მასშტაბურ მარათონს - Wings for life world run-ს უერთდება

საქართველო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას - Wings for life world run-ს შეუერთდა. ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია "პალიტრა მედია".

ღონისძიება 4 მაისს, საქართველოს დროით 14:00 საათზე, 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყება, მათ შორის, საქართველოში. 100 000 მორბენალი ერთდროულად დაიწყებს სირბილს. საქართველოში მარათონი კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით გაიმართება.

საქართველოში ორ გამარჯვებულს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევს. მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია (ასაკი 18+). დარეგისტრირება ხდება მარათონის ოფიციალურ საიტზე და მონაწილეობის საფასურია 20 ლარი.

ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა Wings for life-ის ფონდს გადაეცემა, ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.