loader

"დუქნის ლომები" და ბოთლები ქართულ პოლიტიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დუქნის ლომები" და ბოთლები ქართულ პოლიტიკაში

დღეს საზოგადოება პარლამენტარების კიდევ ერთი დაპირისპირების თვითმხილველი გახდა. ქუთაისის პარლამენტში საარჩევნო კოდექსის განხილვის დროს ოპონენტებს შორის კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა - აკაკი ბობოხიძემ გია ცაგარეიშვილს "დუქნის ლომი" უწოდა. რეაქციამაც არ დააყოვნა: უმრავლესობის წარმომადგენელმა ოპოზიციონერ კოლეგას "ბორჯომის" ბოთლი ესროლა, თუმცა "გზავნილმა" ადრესატამდე ვერ მიაღწია.

ბოთლი და "ბორჯომი" ქართულ პოლიტიკაში აქტუალური ჯერ კიდევ 90-იან წლებში იყო. ალბათ, ბევრს გახსოვთ ერთ-ერთი პირველი ჩხუბი ე.წ. იმელის შენობაში არსებულ პარლამენტში. პიონერები მუშტი-კრივში ვახტანგ რჩეულიშვილი და ნოდარ ნათაძე იყვნენ. მაშინდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ნოდარ ნათაძეს "ბორჯომი" შეასხა, გამწარებულმა ნათაძემ კი ვიცე-სპიკერს ტელეფონი ესროლა.

იხილეთ: "შე დუქნის ლომო" - ცაგარეიშვილმა ბობოხიძეს ბოთლი ესროლა


იხილეთ პარლამენტარების ცნობილი ჩხუბები:

აკაკი ბობოხიძემ პეტრე მამრაძეს დაარტყა

"ბარამიძე, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

ფიზიკური დაპირისპირება კობა დავითაშვილსა და სერგო რატიანს შორის პირდაპირ ეთერში

ჩხუბი პარლამენტში - ბაღათურია-სულეიმანოვის დაპირისპირებაში ბობოხიძე და თარგამაძე ჩაერივნენ