loader

მოუხერხებელი ქურდი პოლიციამ დაყრილი ფულის აკრეფისას გამოიჭირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოუხერხებელი ქურდი პოლიციამ დაყრილი ფულის აკრეფისას გამოიჭირა

ამერიკაში მერილენდის ბანკის მძარცველი პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ის იატაკზე დაბნეული ნაძარცვი ფულის აკრეფას და ჩანთაში ჩალაგებას ცდილობდა. ყველა სიკეთესთან ერთად, ბანკიდან გაქცევისას მამაკაცმა სიჩქარეში ფეხი ზღურბლს წამოჰკრა, დაეცა და თავი დაარტყა. თუმცა უიღბლობების სერია აქ არ დასრულებულა: გარეთ გავარდნილს საკუთარი მანქანის საბურავები ჩაფუშული დახვდა და ფეხით მოუხდა გაქცევა. მოუხერხებელი მძარცველი პოლიციამ იოლად ჩაიგდო ხელში. მას 20 ათასი დოლარის მოპარვის მცდელობისთვის მოუწევს პასუხისგება, თუ იქამდე კიდევ რაიმე არ შეემთხვა.