გულისამაჩუყებელი კადრები: როგორ ეხუტება ახალშობილი დედას
Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოში, რომელიც უკვე მილიონობით ადამიანმა ნახა, ნაჩვენებია ახალშობილი, რომელიც დედას ეხუტება და მედდის მრავალი მცდელობის მიუხედავად, მასთან განშორებას არც აპირებს. როგორც კი ექთანი დედისგან ჩვილის წაყვანას დააპირებს, პატარა ტირილს უმატებს, დედის სახეზე მიკრული კი უფრო მშვიდადაა.