"ყირიმი, ფაქტობრივად, ოკუპირებულია" - მაია ფანჯიკიძე
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საკმაოდ მკაფიოდ აუხსნა, თუ რატომ არის მიუღებელი მათი პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გერმანია არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ "დიდი რვიანის" შეხვედრა არ უნდა შედგეს. მისი თქმით, დღეს ყირიმი, ფაქტობრივად, უკვე არის ოკუპირებული, რაც მაია ფანჯიკიძესთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა. "მან დაადასტურა, რომ იქ მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაო, მათ შორის, ინფრასტრუქტურის აშენება. აქედან გამომდინარე, ხიფათი ჯერ თავიდან აცილებული არ არის", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.