loader

რა მიზნით დაბრუნდა ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მიზნით დაბრუნდა ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე საქართველოში

საქართველოში ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, აბაშიძემ კონტროლი გაიარა და აეროპორტიდან გამოვიდა. იგი ტვირთს ელოდებოდა, როდესაც აეროპორტის უშიშროების სამსახურმა ჯერ პასპორტი, შემდეგ კი გაყოლა მოსთხოვა.

ახლობლებისთვის უცნობია, რა პრობლემა შეექმნა გიორგი აბაშიძეს, თუმცა, მათი თქმით, დანამდვილებით იციან, რომ მას არანაირი ბრალდება წარდგენილი არ აქვს. ამასთან, ახლობლების ინფორმაციით, აბაშიძე დედის საფლავზე უნდა გასულიყო და საქართველოში ამ მიზნით ჩამოვიდა.

გიორგი აბაშიძემ საქართველო მამასთან, ასლან აბაშიძესთან ერთად 2004 წელს აჭარაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ ის საქართველოში არ დაბრუნებულა.

გიორგი აბაშიძე 4 წლის განმავლობაში, 2000-2004 წლებში, ბათუმის მერის თანამდებობაზე მუშაობდა.

ნახეთ ინგლისური ვერსია