loader

ქართველი ელენე სატინი ჰოლივუდის ყველაზე სექსუალურ ტელევარსკვლავებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ელენე სატინი ჰოლივუდის ყველაზე სექსუალურ ტელევარსკვლავებს შორის

ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ელენე სატინი (სხირტლაძე) ბოლო პერიოდში წარმატებულ ნაბიჯებს დგამს კარიერაში. მას მერე, რაც სერიალ "ჯადოსნურ ქალაქში" გამოჩნდა, მასზე სულ უფრო ხშირად წერენ.

თბილისში დაბადებული 26 წლის მსახიობი სკანდალურ სერიალში თამამ სცენებს არ ერიდება. ალბათ, ეს ერთ-ერთი მიზეზიცაა, რომ ჰოლივუდის ყველაზე სექსუალურ ტელევარსკვლავებს შორის დაასახელეს. ტელესერიალების ყველაზე მიმზიდველ მსახიობთა შორის, გასული წლის მონაცემების მიხედვით, ის საუკეთესო ათეულშია.

ელენე სიის მეექვსე პოზიციაზეა. მის წინ არიან ცნობილი ვარსკვლავები: ემილია კლარკი, ოლივია მუნი და ელენეს პარტნიორი "ჯადოსნურ ქალაქში" ოლგა კურილენკო.

იხილეთ სტატია სრულად