loader

რა დოკუმენტმა გაახსენა დავით უსუფაშვილს დეტექტიური რომანები და თურქული სერიალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დოკუმენტმა გაახსენა დავით უსუფაშვილს დეტექტიური რომანები და თურქული სერიალები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა დეტექტიური რომანებისა და თურქული სერიალების მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესო დოკუმენტია.
"რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ უნდა გაეცნოს საზოგადოება ამ დოკუმენტს, ჩემი შთაბეჭდილება ის არის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და საკითხით დაინტერესებული პირები, არამედ დეტექტიური რომანების მოყვარული მკითხველი თუ გაეცნობა, დიდ სიამოვნებას მიიღებს. მეტიც, თურქული სერიალების მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესო დოკუმენტია, იმდენი ჩახლართული თემაა და იმდენი როლის შემსრულებელი ფიგურირებს, ჩვენი კოლეგებიც კი", – განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.