შიშველი ველოსიპედისტების პროტესტი ცუდი მძღოლების წინააღმდეგ (+18)
პერუს დედაქალაქის ქუჩებში ასობით შიშველმა ველოსიპედისტმა ჩაიარა. ზოგიერთ მათგანს საცვლები ეცვა, უმეტესობა კი შიშველი იყო. ამ აქციით ლიმას მცხოვრებლებმა გზებზე უსაფრთხოების გაზრდა მოითხოვეს.
"რატომ გავშიშვლდით? - იმიტომ, რომ ეს წარმოაჩენს, რამდენად დაუცველია სინამდვილეში ადამიანის სხეული. როგორც ველოსიპედისტები, ჩვენ აბსოლუტურად დაუცველები ვართ. ავტობუსის ან ტაქსის ცუდ მძღოლს შეუძლია ნებისმიერ დროს დაგვხოცოს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მათი თქმით, უყურადღებო მძღოლების გამო ყოველწლიურად ქვეყნის გზებზე ათასობით ველოსიპედისტი იღუპება.
შიშველი ველო-მსვლელობა ლიმაში ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი აქცია რიგით მეცხრეა. წელს უჩვეულო ღონისძიებაში მონაწილეობა არა მხოლოდ პერუელებმა, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩასულმა ტურისტებმაც მიიღეს.