მინდოდა აქ მოვსულიყავი შლაპაში პეროთი - ზურა ყიფშიძე "ორ ვარსკვლავში"
მინდოდა აქ წამოვსულიყავი შლაპაში პეროთი, მაგრამ რადგან ასე ვერ წამოვედი, დავწერე 9-იანი, - იხუმრა მსახიობმა ზურა ყიფშიძემ ტელეკომპანია "იმედის" მეგა-შოუ "ორი ვარსკვლავის" ლაივ-კონცერტის მიმდინარეობისას. ამჯერად მეგა-შოუ "ორი ვარსკვლავის" გახსნის ცერემონია და საჩვენებელი კონცერტი გაიმართა. კონკურსში მონაწილე წყვილები (ერთი პროფესიონალი მომღერალი და ერთიც - პოპულარული ადამიანი) მაყურებლის წინაშე დუეტებით წარსდგენენ. პირველები მათ შორის იყვნენ ტელე წამყვანი ლევან ჯავახიშვილი და მომღერალი ნინი წიკლაური. მათ აფასებდა პრიფესიონალი ჟიური მსახიობ ია ნინიძის, მსახიობ ზურა ყიფშიძისა და მომღერალ თეონა კონტრიძის შემადგენლობით.