ბეთლემის ქუჩაზე სამსართულიან სახლში ხანძარი გაჩნდა
ბეთლემის ქუჩის #10-ში სამსართულიანი სახლის მესამე სართული და სახურავი დაიწვა. ცეცხლი დაახლოებით 200 კვ.მეტრ ფართობზე გავრცელდა. შენობაში არავინ ცხოვრობდა, შესაბამისად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე რომეო ფარულავა, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისის მერიის განვითარების ფონდმა აღნიშნული შენობიდან 9 ოჯახი ორი კვირის წინ გაიყვანა და აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას ახორციელებს.