მამაკაცმა 1 წუთში თავით 155 კაკალი დაამტვრია
პაკისტანში მამაკაცმა ერთ წუთში თავით 155 კაკალი დაამტვრია. შედეგი პუნჯაბში ახალგაზრდულ ფესტივალზე დაფიქსირდა და მას გინესის რეკორდების წიგნში შეიტანენ. რეკორდსმენი მოჰამედ რაშიდი საბრძოლო ხელოვნებებითაა გატაცებული.