loader

აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშის - "პროფესიული განათლება საქართველოში - მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები" პრეზენტაცია გამართა. როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, აუდიტის მიზანი იყო მთავრობის მიერ პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა.

მისივე განმარტებით, შესწავლის შედეგად რიგი ხარვეზი და ნაკლოვანება გამოიკვეთა, რომელთა აღმოსაფხვრელადაც განათლების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავენ.

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით კი, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა, უწყება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მზად არის.