შოკისმომგვრელი კადრები: ჯვარზე გაკრული მამაკაცი სირიის ქუჩებში
ინტერნეტში ვრცელდება შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც სირიის ქალაქ რაკაშია გადაღებული. მასში ნაჩვენებია ხის კონსტრუქციაზე ჯვარცმულის პოზაში გაკრული თვალახვეული მამაკაცი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცი დაყაჩაღების მიზნით ჩადენილი მკვლელობის გამო დასაჯეს.