მოდელები ლეიკემიის წინააღმდეგ - "ბიბლუსის" და "ლუქ-მოდელსის" საჩუქრები დაავადებულ პატარებს
მოდელები ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ და დღეს "ბიბლუსთან" ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს იაშვილის კლინიკაში ესტუმრნენ. სამოდელო სააგენტო "ლუქ-მოდელსის" მოდელებმა ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს, წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" კი პატარები წიგნებით, სახატავი რვეულებით და სხვა საკანცელარიო ნივთებით დაასაჩუქრა.