loader

იაპონიაში ჰაერისგან ეკრანი შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში ჰაერისგან ეკრანი შექმნეს

ორმა იაპონელმა პროფესორმა ტექნოლოგია შექმნა, რომელიც ადამიანს სენსორულ მოწყობილობებთან ფიზიკური კონტაქტისგან ათავისუფლებს. არსით იგი ეკრანიც არაა, არამედ ჰაერში ჩამოკიდებული გამოსახულება. ეფექტი სინათლის საშუალებით მიიღწევა, რომელიც სპეციალური სარკით შუქდიოდური დისპლეიდან აირეკლება. ამგვარად, პროეცირებული სურათი ნებისმიერი კუთხიდან კარგად ჩანს. ამ ინტერფეისს ინტერაქტიულს სტერეოკამერები ხდის, რომლებიც წამში ასობით კადრს იღებენ. ეს პროგრამას საშუალებას აძლევს, მოძრაობაზე ელვის სისწრაფით მოახდინოს რეაგირება.