ჩვენ გვამი არ გამოგვიკვლევია - დამოუკიდებელი ექსპერტი თათუხაშვილის საქმეზე
გვამის გამოკვლევის შემთხვევაში ჩვენი დასკვნა ბევრად კატეგორიული და სრულფასოვანი იქნებოდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. მან თათუხაშვილის გვამის ფოტომასალასა და პროზექტურაში შედგენილი გვამის დათვალიერების ოქმზე დაყრდნობით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა.