loader

"მრუშობის ცოდვა მთელს მსოფლიოს მოედო" - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მრუშობის ცოდვა მთელს მსოფლიოს მოედო" - ილია მეორე

მრუშობის ცოდვა მთელ მსოფლიოს მოედო, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საკვირაო ქადაგებისას. პატრიარქმა ამ ცოდვის შესახებ დღეს, მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. "იშვიათია ვინმე, ვინც ამ ცოდვას თავს დააღწევს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ხედავს ჩვენს უძლურებას, უფალი ხედავს, რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია და უფალი კურნავს. სიყვარული კურნავს ადამიანს, ღმერთი არის სიყვარული. დღეს, როცა ეს ცოდვა მთელს მსოფლიოს მოედო, ჩვენ შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ძალა, მოგვცეს მადლი სულისა წმინდისა, უფალმა მოგვცეს კურნება სულისა და ხორცისა", - განაცხადა ილია II-მ.