რატომ ჩაიშალა სასწავლო პროცესი 53-ე საჯარო სკოლაში
53-ე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სასწავლო პროცესის ჩაშლის შესახებ გადაწყვეტილება მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
როგორც სკოლაში აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, რათა გაიგონ მარიამ რამინაშვილის განთავისუფლების რეალური მიზეზი. როგორც სკოლაში აღნიშნეს, სასწავლო პროცესი მანამდე იქნება ჩაშლილი, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.