არგენტინას ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი შტორმი დაატყდა თავს
არგენტინაში ძლიერი წვიმისა და შტორმის გამო რიო-ნეგროს, ენტრე-რიოსის, კატამარკის და სანტიაგო-დელ-ესტეროს პროვინციებიდან 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა.
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ქვეყნის ზოგიერთ რაიონში 200 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც ამ რაიონების წლიურ ნორმას აღემატება.
ადგილობრივი მთავრობა დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს. ფედერალურმა ცენტრმა ნეუკენისა და კატამარკის პროვინციებში დაზარალებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად სამხედროები გააგზავნა.
მეტეოროლოგების თქმით, არგენტინას ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი შტორმი დაატყდა თავს.