"დაგვიბრუნეთ ჩვენი მარიამი" - მოსწავლეების პროტესტი და ჩაშლილი სასწავლო პროცესი 53-ე სკოლაში
53-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მეორე დღეა ჩაშლილია. მასწავლებლები და მოსწავლეები აპროტესტებენ განათლების მინისტრის იმ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. "დაგვიბრუნეთ ჩვენი მარიამი" - ამ მოთხოვნით დღეს განათლების სამინისტროსთან 53-ე სკოლის პერსონალის და მოსწავლეების აქცია გაიმართა.
მოსწავლეები სკოლის დირექტორის გათავისუფლებას უსამართლობად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სკოლის ახლად დანიშნულ დირექტორს, ეკა გახარიას სკოლაში არ შეუშვებენ. სკოლის მოსწავლეებმა დღეს სკოლაში არც ის მასწავლებლები შეუშვეს, რომლებიც რამინაშვილის მოწინააღმდეგეები არიან.