ვირთხამ ნიუ-იორკის მეტროს მგზავრებს თავზარი დასცა
ერთ დილას ბრუკლინის მეტროს მონოტონური რიტმი ტანმორჩილმა დაუპატიჟებელმა სტუმარმა დაარღვია - ის პირველად ფულტონის სადგურზე ვაგონში შემოსულმა მგზავრმა შენიშნა და იყვირა: "მატარებელში ვირთხაა!" მაგრამ ვიდრე ხალხი გონს მოეგებოდა და რამეს იღონებდა, ვაგონის კარები დაიკეტა და მატარებელი გვირაბში შევიდა. აქ კი ნამდვილი ზედახორა დაიწყო - მთვლემარე მგზავრები უცებ გამოფხიზლდნენ, განსაკუთრებით მშიშრები სკამებზე ახტნენ და წივილ-კივილი ატეხეს. ასე გაგრძელდა შემდეგ სადგურამდე და ალბათ, საბრალო ვირთხას გაცილებით მეტად შეეშინდა, ვიდრე ნებისმიერ მგზავრს.