უსაყვარლესი ლეკვები "პედიგრის" სოციალურ რეკლამაში
კომპანია "პედიგრიმ" გადაწყვიტა შეაგროვოს ფული ახალ ზელადიაში უპატრონო ძაღლების დასახმარებლად. ამისთვის კომპანიამ სარეკლამო რგოლი გადაიღო, თუმცა, ერთადერთი, რაც ვიდეოში ჩანს, უსაყვარლესი ლეკვები არიან, კადრს მიღმა ხმა კი მოუწოდებს ადამიანებს, ნახონ ვიდეო და სოციალური ქსელებით სხვებსაც გაუზიარონ, რათა უფრო მეტი ადამიანის ყურადღების მიპყრობა შეძლონ. რეკლამიდან შემოსული მთელი თანხა უსახლკარო ძაღლების საკვებით მომარაგებას მოხმარდება.