თსუ-ს სტუდენტებმა ჯგუფი "ლაბორატორია 1918" შექმნეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჯგუფი "ლაბორატორია 1918" ჩამოაყალიბეს. ჯგუფში შემავალმა სტუდენტებმა ოფიციალური მანიფესტი წარმოადგინეს. სტუდენტების განცხადებით, მათი პროტესტი გამოწვეულია იმ სასწავლო სისტემით, რომელიც მათ სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას არ აძლევს.
გარდა ამისა, როგორც სტუდენტები აცხადებენ, ვერ ხედავენ უნივერსიტეტს, როგორც ავტონომიურ ერთეულსა და დაწესებულებას, რომელიც ახალგაზრდებში თავისუფალი აზრისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სტუდენტმა დიმიტრი ხუსკივაძემ განაცხადა, "ლაბორატორია 1918" სტუდენტთა ინიციატივით შეიქმნა და ამჟამინდელ საგანმანათლებლო სისტემას უნდლობლობას უცხადებს.
"ჩვენი ჯგუფი უნივერსიტეტის ისეთი მოდელის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც მორგებული იქნება ჩვენსავე სასწავლო საჭიროებებზე", - განაცხადა ხუსკივაძემ. უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის წინ სტუდენტებმა სპეციალური მანიფესტიც წაიკითხეს, რომელშიც საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებიც მათი განცხადებით, ამჟამად უნივერსიტეტში არსებობს.
"უნივერსიტეტში ჰორიზონტალური და თანასწორი თვითორგანიზაციის პრინციპის ნაცვლად, მოქმედებს ვერტიკალური იერარქია. ეს იერარქია მართვაში ბრძანებისა და დირექტივის, ლექციებზე კი – მონოლოგის პრინციპებს ეფუძნება. დებატების, ექსპერიმენტების, კვლევის იგნორირება და პროცესის აყვანა ინფორმაციის მიწოდება-მიღებაზე სრულიად წარმოუდგენელს ხდის საგანმანათლებლო პროცესს. სწავლის საბოლოო შედეგი, უკეთეს შემთხვევაში, ძალაუფლების ნების აღმსრულებელი ვიწრო სპეციალიზაციის მქონე სპეციალისტია და არა თავისუფალი და მოაზროვნე, მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე მეცნიერი", - ნათქვამია სტუდენტების მიერ წარმოდგენილ მანიფესტში.
თვითორგანიზებული ჯგუფი "ლაბორატორია 1918"-სთვის სტუდენტები ადმინისტრაციას ფართის გამოყოფას სთხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციას სპეციალური განცხადებითაც მიმართეს, თუმცა ამჟამად ადმინისტრაციაში უცხადებენ, რომ მათამდე სტუდენტების განცხადება არ მისულა.
სტუდენტები უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან იმყოფებიან და ადმინისტრაციასთან გასაუბრებას ითხოვენ, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შესვენებაა და ამ დრომდე ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მათი შეხვედრა ვერ ხერხდება.