სარკე, რომელიც "სელფშოტებს" იღებს
კომპანია Istrategylabs-მა მოწყობილობა წარმოადგინა, რომელიც სარკის წინ ფოტოების გადაღების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. ავტორებმა მოწყობილობას S.E.L.F.I.E. (The Self Enhancing Live Feed Image Engine) დაარქვეს.
ახლა დილის "სელფების" გადასაღებად ადამიანებს სმარტფონის გამოყენება აღარ დასჭირდებათ. გამომგონებლებმა გადასაღები აპარატურა სარკეში დაამონტაჟეს. ამისთვის მათ სააბაზანოს ჩვეულებრივი სარკიანი კარადა აიღეს და შიგნით ვებ-კამერა ჩადგეს, რომელიც კომპიუტერ Mac Mini-სთანაა მიერთებული. კამერა სახის ამოცნობაზეა მომართული და როდესაც სარკის წინ მდგომი ადამიანი იღიმება, ფოტოს იღებს.