გამოთხოვება გაბრიელ გარსია მარკესთან
მეხიკოში, სახვითი ხელოვნების სასახლეში ცნობილ კოლუმბიელ მწერალ გაბრიელ გარსია მარკესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. მას მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო და მისი კოლუმბიელი კოლეგა ხუან მანუელ სანტოსი წარუძღვნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მწერლის ახლობლებმა, ნათესავებმა და ასევე, კულტურის მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა და ლიტერატორის მეგობრებმა მიიღეს.
მემორიალური ცერემონია მწერლის სამშობლოში, კოლუმბიის ქალაქ არაკატაკაშიც გაიმართა, რომლის მთავრობამ "მარტოობის ასი წლის" ავტორის ფერფლის ქალაქში ჩატანა მოითხოვა.
ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი 17 აპრილს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.