ვაკის პარკთან ახალგაზრდა ქალი ხანჯლით დაჭრეს
ვაკეში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მას ჭრილობები ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა გოგონას ჭრილობები, სავარაუდოდ, ხანჯლით მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.