მამაკაცი 600-კილოგრამიანი ჯვარცმის დაცემამ იმსხვერპლა
ახალგაზრდა იტალიელი მამაკაცი 600-კილოგრამიანი ჯვარცმის დაცემამ იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქალაქ ბრეშში 22 აპრილს მოხდა. 21 წლის მარკო გუსმინი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიცია არკვევს, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ფოლადის კაბელებით დამაგრებული უზარმაზარი მონუმენტის უეცარი ჩამოვარდნის მიზეზი.
30-მეტრიანი ჯვარცმა რომის პაპ იოანე პავლე II-ის აღსაყდრების შემდეგ, მის პატივსაცემად აღმართეს.
30-მეტრიანი ჯვარცმა რომის პაპ იოანე პავლე II-ის აღსაყდრების შემდეგ, მის პატივსაცემად აღმართეს.