loader

ვიდეოფაქტი: ვანდალიზმი თბილისში, ავტობუსების გაჩერებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: ვანდალიზმი თბილისში, ავტობუსების გაჩერებებზე

ჭავჭავაძის გამზირზე,. აქ ყოველ ას მეტრში ეგრეთწოდებული "ბას-სტოპია" განთავსებული. ვაკის პარკის მიმდებარედ ერთ-ერთ გაჩერება სასტიკად დალეწილია. გაჩერების ორივე კედელზე შუშებია ჩამსხვრეული, სარეკლამო პოსტერები მოგლეჯილი და საკმაო რაოდენობის ნაგავიც ყრია. თითქმის ყოველ გაჩერებასთან არ შეიძლება თვალში არ გეცეთ ჩამოგლეჯილი ან საგულდაგულოდ დაჯღაბნილი სარეკლამო სახეები: ბევრგან ნახავთ ულვაშიან ქეით მოსს ან მოკლეკაბიან მოდელს, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა საღებავების საშუალებით კაბა დაუგრძელეს.

თავდაპირველად გაჩერებებზე პლასტმასის სკამები იდგა. ამჟამად, საჭიროებიდან გამომდინარე, ყველა გაჩერებაზე რკინის სკამებია დამონტაჟებული.

ბევრგან ნახავთ ისეთ გაჩერებებსაც, რომლებსაც საყრდენი ბოძები აქვს მოღუნული, რამდენიმე ადგილას სახურავიც კი მოუპარავთ.

ვანდალიზმი დანაშაულია და კანონით ისჯება, თუმცა, საქართველოში ამ მუხლით გასამართლებულს ალბათ, ვერ იპოვით.
ყველა გაჩერებაზე გაკრულია "ბას-სტოპის" ადმინისტრაციის განცხადება, რომ ობიექტზე ვიდეო კამერაა დამონტაჟებული, თუმცა, ეს ფაქტი სულ არ უშლის ხელს ქვეითად მოსიარულეებს, რომ ავტობუსის მოლოდინში დრო უქმად არ დაკარგონ და რამე არ გააფუჭონ. აქვე არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ კამერები არ მუშაობს და, შესაბამისად, ვერ იმ მოქალაქეების დასჯა მოხერხდება, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ ქალაქში განთავსებულ ინვენტარს.

ავტორი: მაკა ქობალია