აშშ-ში ტორნადოს 12 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შტატებში - არკანზასსა და ოკლაჰომაში, ტორნადოს 12 ადამიანი ემსხვერპლა. შტატებში დაზიანდა ბევრი შენობა. არკანზასის შტატის უმსხვილეს ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია: დამტვრეულია რამდენიმე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი, მათი ნაწილი ამობრუნებულია. ამჟამად მაშველები სამაშველო სამუშაოებს ახორციელებენ.
ტორნადომ არკანზასს, ოკლაჰომასა და მისურის გადაუარა. გარდა ამისა, მეტეოროლოგების პროგნოზით, ტორნადოს წარმოქმნის საფრთხე ლუიზიანას, ტეხასის, ნებრასკასა და მისისიპის შტატების ზოგიერთ რაიონში არსებობს.
ტორნადომ არკანზასს, ოკლაჰომასა და მისურის გადაუარა. გარდა ამისა, მეტეოროლოგების პროგნოზით, ტორნადოს წარმოქმნის საფრთხე ლუიზიანას, ტეხასის, ნებრასკასა და მისისიპის შტატების ზოგიერთ რაიონში არსებობს.