ძროხამ საკუთარი ნაშიერი ლომისგან იხსნა
აფრიკის საფარიში მოგზაურობის დროს ტურისტები საინტერესო სანახაობის მომსწრენი გახდნენ, როდესაც პატარა ბოჩოლა საკუთარ ჯგუფს მოშორდა და დაბნეული უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ პოულობდა. ამ დროს ლომი მასზე თავდასხმას ცდილობდა, თუმცა, დედამ საკუთარს ნაშიერს ბეწვზე მოუსწრო და სიკვდილისგან იხსნა.