loader

პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის საძირკველი აკურთხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის საძირკველი აკურთხა

მახათას მთაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის საძირკველი აკურთხა. საძირკვლის კურთხევის ცერემონიის დაწყებამდე პატრიარქმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა ახლოს ყოფილიყო ღმერთთან, მოეპოვებინა სულიერი საუნჯე და არა მატერიალური. "დღეს უფალმა სწორედ ასეთი დღე მოგვცა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, აშენების შემდეგ, აღევლინება ლოცვები არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის", - ბრძანა ილია მეორემ.

ტაძრის საძირკვლის კურთხევას სასულიერო პირები, პარლამენტარები, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, საზოგადო მოღვაწეები, რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ფონდ "ივერიის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და ათიათასობით ადამიანი დაესწრო.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელმა, მთავარეპისკოპოსმა ირინეოსმა და სერგი რადონეჟელის ლავრის წინამძღოლმა, მთავარეპისკოპოსმა თეოგნოსტმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დედაქალაქის მერი გიგი უგულავა. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ერი ძალისხმევას გააძლიერებს, რათა ამ ტაძრის მშენებლობა დასრულდეს. გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ მონასტერი საღმრთო, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად იქცევა.