ირაკლი ღარიბაშვილი ზესტაფონში მცხოვრები დევნილების პრობლემებს გაეცნო
2014 წლის ბოლოსთვის, იმერეთის რეგიონში 3 000-მდე დევნილი ბინით უზრუნველყოფილი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ მიაწოდა.
მთავრობის მეთაური დღეს ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და რეაბილიტირებულ ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს შეხვდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2016 წლისთვის საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებული მწვავე პრობლემა მოეხსნება.