კრამატორსკში ანტიტერორისტულ ოპერაციას სამი ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ქალაქ კრამატორსკში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" წერს. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დროს 17 ადამიანი დაიჭრა.
კრამატორსკში და სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია 2 მაისს დაიწყო. ამ დროისთვის უკრაინის ანტიტერორისტულმა ცენტრმა კრამატორსკის აეროპორტი, ყველა ბლოკპოსტი კონტროლქვეშ აიყვანა, ტელეანძა კი სეპარატისტებისგან გაათავისუფლა.
კრამატორსკში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის გამო, დაკეტილია სუპემარკეტები, ხოლო ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს.